ქუთაისში საპროტესტო აქცია იმართება

ქუთაისში დედების და შვილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები შვილებთან ერთად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და არ სურთ, მათმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ.

“ჩვენი გზა არის ევროპისკენ”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები