ზუგდიდის 67-ე ოლქში საჩივრები განიხილეს

ზუგდიდის 67-ე ოლქში საჩივრების განხილვა გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ენმ-ს წევრი დარიკო არქანია ოთახიდან გააძევა, რასაც წინ უსწრებდა მირანდა მესხის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლის მისამართით შენიშვნები.

ოპოზიცია, სხვადასხვა დარღვევის გამო, ყველა უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კი ცალკეული უბნების. მათ საპასუხოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საჩივრების ნაწილი მათ კომპეტენციას სცდება და ავტორებმა საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართონ, ნაწილთან დაკავშირებით კი საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები