გორის მერია: პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ქუჩაზე დამონტაჟდა და დაიხაზა საგზაო ნიშნები.
უკვე დასრულდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა.
ქუჩაზე დამონაჟდა გარეგანათების ახალი სისტემა.
პროექტის მიხედვით სამუშაოები გზის 350 მეტრიან მონაკვეთზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩიდან ცხინვალის გზატკეცილამდე ხორციელდება.
პროექტის ღირებულებაც 650 000 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.