ხობში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე იქნა დაკავებული.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.