რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სრულდება

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები  დასრულების ფაზაშია. აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა,  დღემდე არ არსებობდა.
ხანძთელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტის  მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება, უკვე მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და ახალი სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე სივრცეები.
,,გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას, მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ეს არის პროექტი, რომელიც მთელი ქალაქისთვის იყო მნიშვნელოვანი. აქ საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, მოხდება როგორც საავტომობილო გზის, ასევე  საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე ზონების მოწყობაც.  სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია და დღეისთვის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. “, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე უკვე დასრულებულია   გზის სავალ  მონაკვეთზე  სანიაღვრე ქსელის, ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის, ასევე მოედნის მოწყობა, რაც ტრანსპორტის მოწესრიგებულ მოძრაობას  შეუწყობს ხელს და უსაფრთხო გარემოს შექმნის ფეხით მოსიარულეთათვის.
ხანძთელის ქუჩიდან, მდინარე მტკვრის მიმართულებით ახალი სანიაღვრე ქსელიც მოეწყო, რაც   უხვი ნალექის შემთხვევაში, ტერიტორიის დატბორვის საშიშროებას მოხსნის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები