საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა

20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ონის მუნიციპალიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან – მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად – სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, იმ ამაგისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ახალგაზრდის მიმართ იჩენენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები