ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოფრამიულ მუზეუმსა და უფლისციხის მუზეუმ – ნაკრძალს სტუმრობდა. მან მუზეუმის თანამშრომლებს 18 მაისი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დღეს, საქართველოს მასშტაბით მუზეუმები დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობს. ყველა მუზეუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა. მისი მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის მნიშვნელობის გაცნობიერება იყო.