გორის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

გორის მუნიციპალიტეტის მერი ტირძნისა და ტყვიავში საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ტყვიავისა და მარანას დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2300 მეტრია.

პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრეების მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 1 843 680 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სასმელი წყლის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2024 წელს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდებათ ტირძნისში, ნაწრეტში, ქვემო შავშვებსა და ზერტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები