გორის ცენტრალურ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება ქალაქის ცენტრალურ უბანში.

თუთარაშვილისა და გიგაშვილის ქუჩებზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია 217 მეტრი გზის რეაბილიტაცია.

მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები