დღეს რუსთაველის გამზირზე ,,ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება.

ამასთან, მდინარაძის ინფორმაციითვე, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები