“Gori Mural Fest” – ის ფარგლებში ქალაქის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა
“Gori Mural Fest” – ის ფარგლებში ქალაქის მთავარ გამზირზე სტრიტარტები დაიხატა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
კორპუსის ფასადზე ორი სტრიტარტი “Tbilisi MURAL Fest” – ის მხატვრებმა ბესიკ მაზიაშვილმა, დავით სამხარაძემ და თინათინ წოწოლაშვილმა შეასრულეს.
კორპუსის სამხრეთ ფასადზე დაიხატა ქართული სუფრა, რომელიც “ლურჯი სუფრის” სახელითაა ცნობილი. ნახატზე გამოყენებულია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სუფრის ორნამენტები.
ჩრდილოეთ ფასადზე გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტი განთავსდა.
ინიციატივის მიზანი ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნაა.