3 აპრილს ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა

3 აპრილს ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა

ცენტრი 25 ბენეფიციარზეა გათვლილი და ის ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარებას, საყოფაცხოვრებო უნარ–ჩვევების გამომუშავებას, შენარჩუნებასა და განვითარებას, ფორმალურ განათლებაში ჩართულობასა და სასკოლო პროგრამის ათვისებას.

ცენტის გახსნას , ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ივანე ხაჩიძე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ცენტრის ბენეფიციართა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, ცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სამარიტელთა კავშირის ერთობლივი პროექტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები