ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, 21 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აქციას, ,,ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს, ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს” , რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას ისახავდა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეუერთდა.
მერიის ახალგაზრდული სათათბიროს ინიციატივითა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები დღის ცენტრისა და ,,მომავლის საწინდარის” ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად ჩაერთნენ.
ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასევე მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებმა და კულტურის სამსახურთან არსებულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
ღონისძიების მონაწილეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე ,,ჩვენ ვამარცხებთ სტერეოტიპებს” , ქუჩაში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოაწყვეს კინოჩვენება.
ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები