ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე.

ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ, იანვარში, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები