გორში ორი ახალი ქუჩა მოეწყობა

“გორის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ღვინიაშვილმა ახალი ქუჩების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროექტებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“გორში, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, 2 ახალი ქუჩა მოეწყობა.

ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.

პროექტით გათვალისწინებულია 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობა, საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარე განათება.

კიდევ ერთი ახალი ქუჩა გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე მოეწყობა. 204 მეტრი გზის მშენებლობაზე 800 000 ლარი დაიხარჯება.სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები