სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე სოფლების: იტავაზის, არგვეთის, სავანის და იცქისის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებისთვის საჭირო პროექტებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შემდეგზე შეჯერდნენ:

იტავაზაში გოგობერიშვილების საუბნო გზის მოწყობა გადაწყდა, არგვეთში – გარე განათება, სავანეში – სანიაღვრეების მონტაჟი, ხოლო იცქისში მოსახლეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა აირჩია.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იტავაზისა და არგვეთისთვის  გამოყოფილია 16  000–16 000 ლარი, სავანესთვის – 20 000 ლარი, ხოლო იცქისისთვის 12 000 ლარი.

მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები