დავით შერაზადიშვილმა ბოლნისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში  8 სახეობის ხე-მცენარის დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიიღო.

ორდღიანი გამწვანების აქციის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჯამში 300 ძირი  ხე-მცენარე დაირგვება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები