მცხეთაში ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთაში ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

“თბილისიდან მცხეთაში შემოსასვლელი ხიდის მიმდებარედ, ბაზალტის ბორდიურების მოწყობა ხორციელდება.

დედათა მონასტრის ასახვევთან (გვირილასთან) შადრევნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სატუმბი სადგურის, აუზების გარე მოპირკეთება, საყრდენი კედლების და კიბეების სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

მცხეთის ცენტრში, კეთილმოეწყო გზისპირა კედლები დეკორატიული ფილებით. გაკეთდა ახალი განათების ბოძები და ლედსანათები. დამონტაჟდა რკინის მოაჯირები, განხორციელდა ტროტუარების საფარის კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ხის ღობეების დაზიანებული ნაწილები შეიცვლა ახლით. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები