გოგი მეშველიანი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე , ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისტორიულ – საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“, ბოლნისის მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას  დაესწრო.

მოსწავლეებში პირველი ადგილი ქალაქ ბოლნისის N 1 საჯარო სკოლელმა დიმიტრი თეიმურეზიანმა დაიკავა.

პარლამენტის წევრმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა , ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.  გამარჯვებულს მიულოცა და აღნიშნა, რომ  მთავარი მონაწილეობაა , რადგან ახალგაზრდებმა მიიღეს გამოცდილება და განსაკუთრებული ემოციები.

„ვულოცავ  დიმიტრის გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მიხარია, რომ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებასა და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას აქტიურად განაგრძობს განვითარებას და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება მასში.

ვულოცავ ყველა მონაწილეს, მთავარი მონაწილეობაა , რადგან თითოეულმა მიიღო გამოცდილება. მათ მიიღეს განსაკუთრებული ემოციები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები