დავით ნოზაძე, ხევსურთსოფლიდან დევენაანთხევის მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

„თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხევსურთსოფლიდან სოფელ დევენაანთხევის მიმართულებით საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პროექტით გათვალისწინებულია 700 მეტრის სიგრძეზე საფუძვლის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გზა მოინიშნება, განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნებიც.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.

პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – დავით ნოზაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო.

როგორც მხარის ხელმძღვანელმა პირმა განმარტა, ამ ეტაპზე, ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, ადგილობრივი ბიუჯეტისა თუ მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ჯამურად, 21 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 30-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დავით ნოზაძის განცხადებითვე, მსგავსი სახის სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად განხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები