ხონში ცოფის ვირუსის დადასტურების გამო ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაიწყო

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდასტურდა, რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი. ძაღლი მოკვდა. დაკბენილი მოქალაქეები უკვე აცრეს. რეგიონში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

“აღნიშნულ ძაღლზე დაწესდა ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობა და შემთხვევა გადაეცა ხონის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს. 21 მაისს დაეცა ცხოველი, მასალა გაიგზავნა სოფლის მეურნეობის ახელმწიფო ლაბორატორიაში, დადასტურდა ცოფი. კერაში ჩატარდა იძულებითი დეზინფექცია და მიმდინარეობს იძულებითი ვაქცინაცია ყველა ამთვისებელი ცხოველის,” – აცხადებენ ხონში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები