ოზურგეთში ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთში ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა.

სავარაუდოდ, ქალს ფეხი დაუცდა და მდინარე ნატანებში გადავარდა. შემთხვევამდე ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი დილით იპოვეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები