ხულოში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას. პატარებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით დედა ენის თემაზე ლექსები წაიკითხეს

“ღონისძიებაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ხულოს რესუს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დამსწრე საზოგადოებას დედა ენის დღე მიულოცა და „დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის” პედაგოგებს სიგელები გადასცა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები