ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.
„აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და განხორციელდა დაზიანებული წიწვოვანი ნარგავების გამაგრებითი სამუშაოები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით დასუფთავდა ‘’კრიხულას სანაპირო’’.
დასუფთავების აქცია კამპანია ,,ლურჯი ნაკადული”-ს ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები