ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი დისკომფორტი.
“გარდა იმისა, რომ სპეციალური ტექნიკით იწმინდება პრობლემური მონაკვეთები, მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას.
სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპების წარმომადგენლები და სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები.
ამბროლაურში იწმინდება საავტომობილო გზები, ხიდები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა ობიექტებთან მისასვლელი მონაკვეთები.
სამუშაო ჯგუფები მობილიზებულია სოფლებშიც და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები