საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 102 წელი გავიდა

102 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, ზუსტად 4 დღით ადრე, სანამ საბჭოთა ჯარი საქართველოს სრულმასშტაბიან ოკუპაციას მოახდენდა და თბილისის თავზე წითელ დროშას ააფრიალებდა, საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია მიიღო.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა, 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს ეყრდნობოდა. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 21 თებერვალს, როცა თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები