ცაგერში ზვავში მოყოლილი ადამიანი ისუნდერის სკოლის პედაგოგია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი შუახნის კაცი სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგია.

“კვირას” ინფორმაციით, ის გუშინ საღამოს ისუნდერში ბრუნდებოდა, თუმცა დიდთოვლობის გამო გზის გაგრძელება ვერ შეძლო და ქულბაქისკენ მობრუნდა, სადაც ღამის გათენებას ნათესავთან გეგმავდა. თუმცა ბუნებრივი კატაკლიზმის გამო, მან დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია.

ზვავის ჩამოწოლის შედეგად მთიდან ჩამოტანილმა დიდმა ლოდებმა მისი მანქანა დაახლოებით 20 მეტრამდე ათრია და ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა. ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვარადუდობს, რომ კაცი გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები