ცაგერში ზვავი ჩამოწვა და მანქანა მოიყოლა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა.
შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის მოხდა.
როგორც “კვირას” ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განუცხადა, მანქანა უკვე ნაპოვნია, თუმცა მისი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება და სავარაუდოდ, შიგნით მყოფი ერთი ადამიანი გარდაცვლილია.

“დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის ჩამოწვა ზვავი. ძალიან დიდი ლოდებია და საგზაო დეპარტამენტიდან ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად. უკვე ნაპოვნია მანქანა, შიგნით ადამიანია მოყოლილი. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა. 20 მეტრზე ათრია მანქანა ზვავმა.
მთელი ღამის განმავლობაში აქ ვართ და მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა იმდენად დიდი ლოდებია, რომ ტექნიკასაც გაუჭირდა და ახლა ველოდებით დიდი ტექნიკის მოსვლას.
პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მანქანის გამოყვანაა” – უთხრა “კვირას” თუთისანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები