დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედოფლისწყაროს N 1 სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს მათ მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინეს, რაც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების ჩადგმას გულისხმობს.

“ახალგაზრდებმა მერს აღნიშნული იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. აღნიშნული პროექტით ისინი ,,დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის ‘’ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა , კონკურსში წარმატება უსურვა და ამ კეთილი საქმის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
მოსწავლეებთან ერთად შეხვედრას პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და პროექტის ხელმძღვანელი ეკა სეფიაშვილი და რუსული ენის მასწავლებელი სვეტლანა ლომიძე დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები