ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა.
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანდაცვა. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბავშვთა ადრეულ რეაბილიტაციას და მათ განვითარებას, მათი საჭიროებებისა და აუცილებელი პრობლემების მოგვარებას. მინდა წარმატებები გისურვოთ, გვიგულეთ თქვენს გვერდით”, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

პროექტს ა(ა)იპ ,,ოდა ქეარი” ახორციელებს. მისი პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”.
პროექტის მიზანია, სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. პროგრამა 30 ბენეფიციარს მოემსახურება.
პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ნევროლოგის, ქცევის თერაპევტის და სპეციალური მასწავლებლის ჩართვას რეაბილიტაციის პროცესში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები