საგარეჯოში მოკლული 4 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი 4 ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია.
ესენი არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი და ნოდარ რჩეულიშვილი.
“კვირას” ინფორმაციით, ისინი სროლის დროს ეზოში იმყოფებოდნენ და გაქცევა ვერ მოასწრეს.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები