მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახურავები – ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც

ძლიერმა ქარმა ქუთაისის სხვადასხვა უბანში გარკვეული პრობლემები შექმნა – მოგლიჯა ხეები, დააზიანა შენობების სახურავები.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქარით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრაზე ოპერატიულად მიმდინარეობს მუშაობა.

“შესაბამისი სამსახურები დაუყოვნებლივ გადიან შემთხვევების ადგილზე და იღებენ სათანადო ზომებს.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო”, – განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები