ონში წინასაახალწლო ღონისძიებები იმართება

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ონის ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, პატარებმა აღმზრდელებთან ერთად შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიების დასასრულს პატარებს სადღესასწაულო საჩუქრები დაურიგდათ. ზეიმს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ. სტუმრებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები