ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 23 370 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 5 705 900 ლარით მეტია.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული შემდეგია:

  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 8 728 341 ლარი
  • დასუფთავება და გარემოს დაცვა – 980 100 ლარი
  • განათლება – 4 496 420 ლარი
  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 2 626 139 ლარი
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 111 700 ლარი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები