გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

გორის მუნიციპალიტეტის რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც დამრეც რელიეფზე გადის, 225 მეტრია.
“ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ბეტონის საფარი.
პროექტის მიხედვით იგეგმება ასევე მიერთებების, ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ჭრილის, გაბიონის საყრდენი კედლისა და მანქანების სადგომის მოწყობა.
აღნიშნულ გზის მონაკვეთს, რომელიც მთლიანად გრუნტისაა და ნალექის დროს თითქმის გაუვალი ხდებოდა, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია.
პროექტის დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მძღოლებსა და ქვეითებს აღარ შეაწუხებთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები