თეთრიწყაროსა და 15 სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

თეთრიწყაროში, ქალაქსა და სოფლებში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარეობს, როგორც არსებული, ასევე ახალი სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა.
გარდა ამისა, ეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების შედეგად, ქალაქ თეთრიწყაროსა და 15 სოფლის მცხოვრები 24-საათიანი, ხარისნიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 63 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები