ქუთაისში რუსეთის დროშის აღმართვისთვის მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსებას, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

„მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.

ქუთაისის მერია ხაზს უსვამს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციამ ფაქტი დაუყონებლივ აღკვეთა.

შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები