გორში შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი ფუნქციონირებს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში”  ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

გორის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი სუსანა რაკი.

“რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის”  ბაზაზე გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გაიხსნა.

პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.   პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  0-დან 18 წლამდე  ასაკის შშმ პირებს.

გარდა პროგრამის პრეზენტაციისა, ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ორგანიზაციის  მუშაობისა და  გამოცდილების შესახებ.

გორის მერის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები