ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში, მინიფეხბურთში მუნიციპალური პირველობა ხელთუბნის სპორტულ მოედანზე გაიხსნა

ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში, მინიფეხბურთში მუნიციპალური პირველობა დღეს, ხელთუბნის სპორტულ მოედანზე გაიხსნა.
გორის მერიის ინფორმაციით, ერთმანეთს ხელთუბნისა და ზეღდულეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 8:2 დასრულდა.
“ტურნირი ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში მონაწილეობას 20 გუნდი იღებს.
გამოვლინდება 3 პრიზიორი გუნდი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდება 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 2000 ლარს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს გადაეცემა 1000 ლარი. ტურნირის მონაწილეებს გადაეცემათ თასი და სიგელები.
პირველობა მინიფეხბურთში ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში გამართული მესამე სპორტული აქტივობააა. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა მარათონული სირბილი და შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართული ჭიდაობის ტურნირი.
თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები