ფოთში წმინდა ნინოს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარები მოეწყო ქვაფენილით. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
მათივე ცნობით, წმინდა ნინოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებდა და მისი ჯამური ღირებულება 533 847 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები