მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სპორტული მოედანი შენდება

მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებას მალე ახალი სპორტული მოედანი ექნება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

:პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი შპს „ კეშა“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 143 441 ლარია .
სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
აღნიშნული სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები