ვახტანგ ბერიძე: ვაგრძელებთ სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფას

ხულოს მერია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებით უზრუნველყოფას აგრძელებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 408 000 ლარით გაიზარდა და 18 072 727 ლარს შეადგენს.

“გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში: ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მდიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში, დამატებით 600 ბენეფიციარი 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერს მიიღებს. ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამით 2 300 საჭიროების მქონე მოქალაქე ისარგებლებს.

მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარემობაში მყოფ უკიდურესად გაჭირვებულ 14 ოჯახს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუფინანსდება”, – აცხადებს ვახტანგ ბერიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები