საგურამოში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

საგურამოში იმყოფებიან მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც პირადად უწევენ მონიტორინგს მიმდინარე სამუშაოებს. მათი განცხადებით, შესაბამისი სამუშაოები ყველა იმ ადგილას ხორციელდება, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები