მედიაციის მეორე და გაფიცვის მერვე დღე – რა ხდება ბორჯომში

მედიაციის მეორე და გაფიცვის მერვე დღე – ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე კვლავ არ აპირებენ.

დილიდან დაძაბულობა და ხმაური იყო პირველი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება მხარეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. დღის მეორე ნახევრიდან კი გაფიცული თანამშრომლების წარმომადგენლები შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსსა და ჯანდაცვის მინისტრის მედიატორს შეხვდნენ. შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც შეხვედრის დეტალები აქციის ყველა მონაწილეს გააცნეს. მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა მალევე დატოვეს და განაცხადეს, რომ მედიატორის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან.

თავის მხრივ, შეხვედრა დადებითად შეაფასეს მედიატორებმა. მათი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი – გაფიცული ადამიანებისთვის ინფორმაციის პირველწყაროსგან მიწოდება – მიღწეულია, ახლა კი აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მიეცემათ წინადადების გაანალიზებისა და განხილვისთვის.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები