თელავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონიძიებები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

,,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს თელავში არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. დღე დავიწყეთ იმ გმირებისთვის პატივის მიგებით,  რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შეწირეს თავი. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, რაც ძალიან სიმბოლურია. აქტივობები თელავის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო, ღონისძიებებს კი გრანდიოზული გალაკონცერტი დაასრულებს. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ თარიღს. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული კურსი, ევროპული წარსული და ევროპული მომავალი”,  – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები