გოგი მეშველიანი პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი პარლამენტში უკრაინელ ბიზნესმენს ილია მიშენკოს და მის მიერ დაფუძნებული კომპანიის GU Fruit წარმომადგენელს ზურაბ ლომსაძეს შეხვდა. ინფორმაციას დეპუტატის ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე სამაცივრე მეურნეობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია GU Fruit-ის მიერ 33 ჰექტარზე გაშენებულია ვაშლის ბაღი, რომელიც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს. ბაღი 2012 წელს გაშენდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები