586 ახალი კოვიდინფიცირებული, 605 – გამოჯანმრთელება, 5 გარდაცვალება – გასული კვირის კოვიდსტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (16.05-22.05.2022) განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.

“სულ ჩატარდა – 113 058 ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი), უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.52%”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები