გენერალ მაიორი ტომას კარდინი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები აშშ-ს საელჩოდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრნენ

გენერალ მაიორი ტომას კარდინი – აშშ-ს ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები აშშ-ს საელჩოდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან შტაბის უფროსის მოადგილე გენერალი – ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი – რომან ჯოხაძე.

გენერალი კარდინი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს და ადგილობრივ ხელმძღვანელობას მდგრადობაზე, თავდაცვის ძალების მხრიდან სამოქალაქო ხელმძღვანელობის მხარდაჭერაზე, კრიზისების მართვაზე/საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (GEMA) მხრიდან რეგიონის დახმარებაზე ესაუბრა.

GEMA მზად არის საქართველოში ჯორჯიის შტატის გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდეს და რეგიონის ხელმძღვანელობას სამაგიდო სწავლების შექმნასა და აღსრულებაში დაეხმაროს.

გენერალმა კარდინმა მასპინძლებს ინფორმაციის მოთხოვნის კითხვარი გადასცა, რომელზე პასუხებიც პარტნიორობის დასაწყისი იქნება.

აღნიშნული ინიციატივა იმ ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს გაძლიერებას და მდგრადობის გაზრდას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, მაღალი დონის სტუმრებს უმასპინძლა, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს თავდაცვის ძალების მხრიდან სამოქალაქო ხელმძღვანელობის მხარდაჭერაზე, კრიზისების მართვაზე/საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასა და ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (GEMA) მხრიდან რეგიონის დახმარებაზე.

სერგი ხიდეშელმა, მადლობა გადაუხადა გენერალ მაიორს ტომას კარდინს, ასევე თავდაცვის სამინისტროდან შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროს, ბრიგადის გენერალ – რომან ჯოხაძეს.

თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ბოლოს ტომას კარდინმა და სერგი ხიდეშელმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მნიშვნელოვან შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები