ლაგოდეხის საბავშვო ბაღებში თოჯინების სახალხო თეატრის გასვლითი ჩვენებები დასრულდა

ლაგოდეხის თოჯინების სახალხო თეატრის გასვლითი სპექტაკლების ჩვენება მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასრულდა.

სპექტაკლების ჩვენება 27 საბავშვო ბაღში გაიმართა.
ამჯერად სოფელ შრომის, კავშირის, თელის, ჩადუნიანის, ბაღდადის, გვიმრიანისა და ლელიანის N1N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ვესტუმრეთ და ამით დავასრულეთ საგაზაფხულო გასვლითი სპექტაკლები.
სახალხო დრამატული თეატრი ახალი სპექტაკლით, უკვე შემოდგომაზე წარდგება პატარა მაყურებლის წინაშე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები