მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მედიკოსებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა მედიკოსებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ.

დიმიტრი ზურაბიშვილმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები – ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგული გადასცა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს. გისურვებთ უამრავ ღიმილს და ულევ ბედნიერ დღეებს!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები